Sunday, December 16, 2018

შეფასების რუბრიკა


                         შეფასების ზოგადი სქემა:





კომპეტენციის დონის აღწერა
შეფასება

გააზრებულად  და ზუსტად ასრულებს დავალებას.უშეცდომოდ კითხულობს  და წერს რიცხვებს 100-მდე.გაწაფულია რაოდენობის გაორმაგებაში.
სასწავლო მასალას წარმატებით გაართვა თავი


ჩანაწერში უშვებს შეცდომებს, ცხრილების სწორად შევსებაში ხარვეზები აქვს, ზოგჯერ რაოდენობის გაორმაგებას სწორად ვერ ასრულებს
საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას უნარ-ჩვევების გაწაფვისათვის



უჭირს ტერმინების გარჩევა, ვერ იცავს დავალების შესრულების თანმიმდევრობას, სწორად ვერ ასრულებს გაორმაგებას


საჭიროებს შემდგომ მეცადინეობას იმავე საკითხზე მასწავლებლის ხელმძღვანელობით





























გაკვეთილის გეგმა


 გაკვეთილის გეგმა



მასწავლელის სახელი, გვარი, /:   ჯულიეტა ჯინჯოლავა,48001007626

საგანი:    მათემატიკა

გაკვეთილის ხანგრძლივობა: 40 წთ

სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი საფეხური,მე-2 კლასი

გაკვეთილის თემა: გაორმაგება

გაკვეთილის მიზანი: გაორმაგების მოქმედების  შესრულება და მისი დაკავშირება შეკრებასთან,შესაბამისი მარტივი ამოცანების ამოხსნა,მოდელის გამოყენებით  გაორმაგების დემონსტრირებარაოდენობრივი წიგნიერების  ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება,როგორიცაა რიცხვის არსის გააზრება, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვა, რიცხვებს შორის მიმართებების გაგება, რაოდენობათა შედარება. ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა საგნების შესასწავლადაც.



შესაბამისობა სტანდარტთან:  მათ. II.3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება და მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·      ახდენს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იგივე რაოდენობის ჯგუფის დამატებით;

·      აორმაგებს რიცხვებს 10-ის ფარგლებში, აგრეთვე სრულ 10-ეულებსა და 20-ეულებს 100-ის ფარგლებში

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
გამოწვევის ფაზა
1
საშინაო დავალების შემოწმება:
მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ მიცემული მოცემული რიცხვებისთვის მიემატებინათ ამდენივე.რამდენიმე მოსწავლე კითხულობს დავალებას და დანარჩენები ასწორებენ შეცდომებს.
კითხვა-პასუხი
საერთო საკლასო
დავალების რვეულები
3 წთ
2
მოსწავლეებს ვაჩვენებ საგანთა გროვებს:ვიღებ 5-მდე საგანს და ვეკითხები:ამდენივე რომ დავამატოთ,რამდენი უნდა დავამატოთ? ამ შემთხვევაში ვამბობთ,რომ რაოდენობა გავაორმაგეთ მოსწავლეებს დავუსვამ კითხვებს: რას ნიშნავს ამდენივეს მიმატება? რამდენი ერთნაირი  რიცხვის შეკრება გვიწევს ამდენივეს მიმატებისას? გაორმაგების შემდეგ რამდენი გახდა საგანთა რაოდენობა?როგორ ჩავწეროთ ეს გაორმაგება შეკრების სახით?
დემონსტრირება
საერთო საკლასო
მათემატიკური მანიპულატივები
3 წთ
3
დაფაზე გავაკრავ ცხრილს,სადაც ერთ უჯრაში მოცემულია გარკვეული რაოდენობის წერტილები და მოსწავლემ უნდა გადახატოს ისინი მეორე უჯრაში გაორმაგებული რაოდენობით,ხოლო  ქვევით მიუწეროს  ეს გაორმაგება შეკრების სახით.
ვთხოვ მოსწავლეებს,დააკვირდნენ ცხრილს .ისინი დაინახავენ,რომ მეორე სვეთის რიცხვები მიღებულია პირველის გაორმაგებით ანუ ტოლ შესაკრებთა შეკრებით,ვთხოვ,ჩაწერონ ისინი
საერთო საკლასო
ფლიფჩარტზე წინასწარ გამზადებული ცხრილი,მარკერი,დაფა,ცარცი
4წთ
შინაარსის რეალიზება
30
4
მარტივი ამოცანების ამოხსნა გაორმაგების გამოყენებით:

1. ნინომ პირველ დღეს 10 გვერდი წაიკითხა.მეორე დღეს გააორმაგა წაკითხული გვერდების რაოდენობა.რამდენი გვერდი წაიკითხა ნინომ მე-2 დღეს? 2. ბურთი 8 ლარი ღირდა.მეორე დღეს მისი ფასი გაორმაგდა.რამდენი ლარი ღირს ბურთი?ნინოს 9 თოჯინა აქვს,ნანას-ამენივე.რამდენი თოჯინა აქვთ ორივეს?
ამოცანების ახსნა
ინდივიდუალური
დაფა,ცარცი
7წთ
6
მოსწავლეებს ვაჯგუფებ წყვილებად და ვურიგებ წინასწარ გამზადებულ ბარათებს,სადაც მოცემულია ამოსახსნელია ამოცანები: ნინომ ჩანთაში გადაიხადა 10-ის გაორმაგებული თანხა.რა ღირს ჩანთა? რომელია მეტი: 10-ის გაორმაგებული რიცხვი თუ 20-ის გაორმაგებული რიცხვი? გააორმაგეთ მოცემული რაოდენობები( ბარათებზე დატანებულია სამკუთხედები,წრეები) ჩაწერეთ ისინი შეკრების სახით. მოსწავლეები წარმოადგენენ შესრულებულ დავალებებს.
ბარათებზე მუშაობა
წყვილები
ბარათები,კალმები
10წთ

თამაში:,, გაორმაგება არ გვეშლება"მოსწავლეებს დავურიგებ წრიულ ბარათებს.პირველი მოსწავლე ბარათზე წერს 1-დან 5- მდე  რომელიმე ციფრს  და აწვდის მომდევნოს.მან უნდა დაწეროს მისი გაორმაგებული თავის ბარათზე და გადააწოდოს მოდევნოს და ა.შ.



8 წთ
რეფლექსია
8
მზაობის მიხედვით ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები ასრულებენ ბარათებზე მოცემულ სავარჯიშოებს:
მაღალი მზაობის მოსწავლეები ავსებენ რიცხვით მატარებელს: ყოველ მომდევნო წრეში ჩაწერეთ წინა რიცხვის გაორმაგებული:
5-o-o-o-o 
3--o-o-o-o 

მე-2 ჯგუფი  შეავსებს გაორმაგების ცხრილს:

5
10
20
30
40






შედარებით დაბალი  მზაობის მოსწავლეეებს ვთხოვ ბარათზე დახატული ფიგურები გააორმაგონ და ჩაწერონ  მოქნედება შეკრების სახით; ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს.


ბარათებზე მუშაობა
ჯგუფური
ბარათები,კალამი
7 წთ
საშინაო დავალება:
მოსწავლეებს საშინაო დავალებად მივცემ დანართი 1-ში მოცემულ სავარჯიშოებს
საშინაო დავალება
საერთო საკლასო
დავალების ბარათები
2 წთ

შევაფასებ,რამდენად აქტიურები არიან ისინი,როგორ ასრულებენ მოცემულ დავალებებს,როგორ ჩაერთვნენ  ჯგუფურ მუშაობაში და ა.შ.
შეფასება
შეფასების სქემა
ინდივიდუალური
1 წთ







გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:მოსწავლეები შეძლებენ გაორმაგების მოქმედების შესრულებას და მათ დაკავშირებას შეკრებასთან,მოდელის გამოყენებით  გაორმაგების დემონსტრირებას.განუვითარდებათ რაოდენობრივი წიგნიერების  უნარ-ჩვევები,როგორიცაა რიცხვის არსის გააზრება, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვა, რიცხვებს შორის მიმართებების გაგება, რაოდენობათა შედარება. ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა საგნების შესასწავლადაც.




შეფასება : შეფასების რუბრიკა თან ერთვის გეგმას

















დანართი1:გააორმაგე და ჩაწერე შეკრების სახით ნიმუშის მიხედვით:



5
10
5+5=10
8


9


20


30


40


50







ამოხსენით ამოცანები:

 

1. მარიმ ერთ დღეს 20 სოკო მოკრიფა.მეორე დღეს  გააორმაგა რაოდენობა.რამდენი სოკო მოკრიფა მარიმ მეორე დღეს? ორივე დღეს?



2.  ერთ ლარნაკში  10 ვარდია,მეორეში -მისი გაორმაგებული რაოდენობა,.რამდენი ვარდია მეორე ლარნაკში? ორივე ლარნაკში?



















ელმოწერა   --------------------------------------------------------------

თარიღი  -----------------------------------------------------------------


Wednesday, November 19, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

თითქმის დავამთავრე პროექტზე მუშაობა.ძალიან საინტერესო იყო.ბევრი რამ ვისწავლე.დარწმუნებული ვარ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ მუშაობაში

პროექტის პორტფილიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე